ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ალბომი სახელწოდებით Schubert ფრანგული კლასიკური მუსიკის ჩარტის სათავეში მოექცა. ამის შესახებ პიანისტმა თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაწერა.
„შუბერტი - საფრანგეთის კლასიკური ჩარტის პირველ პოზიციაზეა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რომელიც პირდაპირ ჩემი გულისკენ მოდის. მადლობა საფრანგეთს“, - წერს ხატია ბუნიათიშვილი.
