თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით, ქ.თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი.კ. სისტემატურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას.
სამართალდამცველებმა ი.კ. 2018 წლის 10 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.