თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა. წინასწარი ცნობით, დამწვარია 50 კვ.მ. ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.