დაბალბიუჯეტიანი დასვენებისათვის ყველაზე საუკეთესო ევროპული ქალაქები ცნობილია. რეიტინგი ბრიტანული ასოციაცია Which?-ის მიერაა შედგენილი, რომელსაც პოლონური ქალაქი კრაკოვი ლიდერობს.
მეორე ადგილზეა ვალენსია, ხოლო მესამეზე - ბუდაპეშტი.
Which?-მა რეიტინგი ევროპულ ქალაქებზე არსებული მოთხოვნის მიხედვით შეადგინა და გაითვალისწინა ასევე საცხოვრებელი ბინების ფასი, ღირსშესანიშნაობები, საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, შოპინგის შესაძლებლობა და ზოგადად არსებული ტარიფები.