სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) საიტის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე. გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა.
"მას შემდეგ რაც MV OLIB G -სგან მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ გემს კატარღა უახლოვდება, ეკიპაჟთან კავშირი დაიკარგა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევის ადგილას გაიგზავნა ვეტრმფრენი რომელმაც გემის ბორტზე ორი მეკობრე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. 26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.
მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობას ამ პრობლემის მოგვრებისთვის ძალისხმევა არ დაუშურებია.
"ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიზლია უფრომ მეტის გაკეთება. აუცილებელია შევიმუშაოთ საერთაშორისო წყლებში მეკობრეებთან ეფექტური ბრძოლის სამართლებრივი რეჟიმი", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მეკობრეების სისხლის სამართლებლივი დევნის შვიდი ვარიანტი შესთავაზა, თვით საერთაშორისო სასამართლო ორგანოს შექმნის ჩათვლით, ასევე საერთაშორისო ტრიბუნალის ან სასამართლო პალატის შექმნა.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკური ნება და ფინანსები სჭირდება.
პან გი მუნმა განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოს 11 სახელმწიფოში მიმდინარეობს გამოძიება 600 პირის მიმართ, რომლებიც ბოლო 18 თვის განმავლობაში მეკობრეობაში არიან ეჭვმიტანილნი.