ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტში (BER) რეისები პარასკევს საღამოს თითქმის ორი საათით შეჩერდა მას შემდეგ, რაც მის მახლობლად უცნობი დრონი შენიშნეს. ამის შესახებ Welt იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უამრავი რეისი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
„უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა ინციდენტთან დაკავშირებით.
ფრენები ადგილობრივი დროით 20:08 საათიდან 21:58 საათამდე შეჩერდა.
ამის შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურებმა დრონის შესახებ გაფრთხილება გააუქმეს.
„ჩვენ ფავრწმუნდიტ, რომ საფრთხე უკვე გადაიარა“, - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა ფრენების აღდგენის შემდეგ. ამასთან, პოლიციამ აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენი განათავსა.
ოქტომბრის დასაწყისში, უცნობმა დრონებმა გერმანიის სიდიდით მეორე აეროპორტში, მიუნხენში, ფრენების შეაფერხა.
ასეთი დრონებით გამოწვეული ინციდენტების რაოდენობა იზრდება.
მხოლოდ 2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის დრონებთან დაკავშირებული 144 შეფერხება დაფიქსირდა.
როგორც მედია აღნიშნავს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 113 ინციდენტი დაფიქსირდა, 2023 წელს კი მხოლოდ 99.