ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტი ლიბერალების პარტიამ, „დემოკრატები 66“-მა [D66] გაიმარჯვა.
38 წლის რობ იეტენის პარტია ულტრამემარჯვენე ხერტ ვილდერსის PVV-ს 15 ათასი ხმით უსწრებს. დაახლოებით 18-პროცენტიანი შედეგით გამარჯვებულ პარტიას უმრავლესობის კოალიციის შესაქმნელად, სულ მცირე, სამი პარტნიორი დასჭირდება.
D66-ის პოტენციურ პარტნიორებს შორის არიან მემარჯვენე-ლიბერალური თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია და ქრისტიან-დემოკრატები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მათ სულ მცირე კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
რობ იეტენი ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება.