აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების გადაწყვიტილება მიიღო და მას ყალბი ამბვავი უწოდა.
რუბიომ ამის შესახებ სოციალურ ქსელ Х-ში დაწერა.
პარასკევს, მედიამგაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო და რომ დარტყმები შესაძლოა, ნებისმიერ დროს განხორციელდეს.
დაგეგმილი თავდასხმები, თითქოს, ნარკოვაჭრობისთვის გამოყენებული სამხედრო ობიექტების განადგურებას ისახავდა მიზნად.
„თქვენმა „წყაროებმა“, რომლებიც აცხადებენ, რომ „ინფორმირებულები არიან სიტუაციის შესახებ“, მოგატყუეს და ყალბი სტატია დაგაწერინეს“, - წერს რუბიო.
დონალდ ტრამპმა ასევე უარყო, ინფორმაცია ვენესუელაში სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ.