ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული, 19 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64,06 %-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას 35,94 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, თურქეთის ერთ უბანზე, ისრაელში, კვიპროსში, პოლონეთსა და ქუვეითში, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის ერთ უბანზე, ლატვიაში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, კატარსა და ჩინეთში. კანდიდატებს ხმების თანაბარი 7-7 ხმა აქვთ მიღებული ეგვიპტეში.