სუზან სარანდონი 72 წლის გახდა. ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ოსკარის პრემიის ლაურეატი სუზან სარანდონი 1946 წლის 4 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიბადა. მომავალი მსახიობი ცხრა შვილიან ოჯახში უფროსი იყო. კინო კარიერაზე პირველად კრის სარანდონზე გათხოვებისას დაფიქრდა (1967-79). მის ადრეულ ფილმთაგან ყველაზე წარმატებული იყო „როკი ჰორორის საშინელებების შოუ“ (1975). 1970-იანი წლების ბოლოს იწყებს თანამშრომლობას ფრანგ რეჟისორ ლუი მალთან, რომელთან ერთან შექმნა როლი ფილმში „ატლანტიკ სიტი“ (1980). ეს ფილმი ოსკარზე იყო წარდგენილი.