სტინგი 67 წლის გახდა. ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი, გორდონ მეთიუ სამნერი, მუსიკალურ სამყაროში ცნობილი როგორც "სტინგი" 1951 წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ ნიუკასლში დაიბადა. სოლო-კარიერამდე (რომელიც 1985 წელს დაიწყო) იყო ჯგუფ The Police-ის ვოკალისტი და ბას-გიტარისტი. მისი მუსიკა მოიცავს როკის, ახალი ტალღის, ჯაზის, პოპის ჟანრებს, თუმცა აგრეთვე შეიმჩნევა რეგის, კლასიკის, ნიუ ეიჯის და უორლდბიტის ელემენტები. როგორც სოლო შემსრულებელი და The Police-ის წევრი, არის გრემის 16 ჯილდოს მფლობელი. აქედან პირველი იყო საუკეთესო როკ-ინსტრუმენტალის კატეგორიაში, 1980 წელს. მას აგრეთვე მიღებული აქვს Brit-ის სამი (1994 წელს საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი მამაკაცისთვის და 2002 წელს გამორჩეული წვლილისთვის ოქროს გლობუსის, ემის და ოსკარის სამი ჯილდო (ორიგინალური სიმღერისთვის). 2002 წელს იგი შეიყვანეს სიმღერების ავტორების დიდების დარბაზში, ხოლო 2003 წელს, The Police-ის წევრის სახით - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ ბაკინგემის სასახლეშიდააჯილდოვა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2014 წელს სტინგი კენედის ცენტრის ჯილდოს მფლობელი გახდა.
The Police-თან ერთად სტინგი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად. სოლო შემსრულებლის და The Police-ის წევრის სახით მსოფლიოში 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2006 წელს Paste-მა იგი 100 საუკეთესო არსებულ შემსრულებელს შორის 62-ე ადგილზე დაასახელა. VH1-ის 100 უდიდესი როკ-შემსრულებლის სიაში მას 63-ე ადგილი ეკავა, ხოლო Q-ს XX საუკუნის 100 უდიდესი მუსიკალური ვარსკვლავის სიაში - #80. იგი ცნობილი სხვა შემსრულებლებთან თანამშრომლობით. მათ შორის არიან კრეიგ დეივიდი („Rise & Fall“), ბრაიან ადამსი და როდ სტიუარტი („All for Love“), ისევე, როგორც რაი შებ მამი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა სტინგთან ჩაწერილი „Desert Rose“-ით.