რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
როგორც ირკვევა, მაღაზია არასრულწლოვნებმა გაქურდეს და დაახლოებით 310 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია სამი პირი და მათი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.