აშშ-ის პრეზიდენტი დონალრ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა შეუერთდეს „დიდი შვიდიანის" ჯგუფს - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
"პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ საუბრებში გარდაუვალია", - განაცხადა მან კონგრესის მოსმენისას, სადაც ის პასუხობდა კითხვებს - ვალდებულია თუ არა მოსკოვი აშშ-ს აზრით, დაბრუნდეს „დიდ შვიდიანის“ შემადგებლობაში, მინსკის შეთანხმების შესრულების გარეშე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ივნისში "დიდი შვიდიანის" სამიტზე, კანადაში, მხარი დაუჭირა წინადადებას დაბრუნებულიყო რუსეთი მის შემადგენლობაში, თუმცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ლიდერებში ამ აზრმა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდიანის“ წევრი ქვეყნები სამიტის ფარგლებში დროის 25% განიხილავდნენ რუსეთს, სწორედ ამიტომ უკეთესი იქნებოდა მისი იქ ყოფნა".