შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ უარყო საზოგადოების ინიციატივა ბურკას სრული აკრალვის თაობაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ადგილებში და შესთავაზა კანტონებს თავად მიიღონ გადაწყვეტილება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. ნათქვამია მთავრობის საიტზე.
როგორც აღნიშნულია, დღეს სხდომამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ ინიციატივაზე. დოკუმენტი შემოთავაზებული იყო ჯგუფ Egerkingen-ის მიერ, შვეიცარიის სახალხო კონსერვატორული პარტიის მონაწილეობით, რომელსაც ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა გააჩნია. მან დააგროვა 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, რაც საკმარისია, რათა წამოიწიოს თემა ფედერალურ რეფერენდუმზე, სადაც განიხილება ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებების სკითხებიც.
ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რეფერენდუმზე მოცემული ინიციატივა არ მოხვდება.
„ინიციატივის მიზანს წარმოადგენს საერთო აკრძალვის დადგენა, რაც იქნება ჩაწერილი ქვეყნის კონსტიტუციაში. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ფედერალური საბჭო გამოდის. შვეიცარიაში კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს საზოგადეობრივ ადგილებში ქცევას, ტრადიციულად კანტონების პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს. სამომავლოდ კანტონებმა უნდა გააგრძელონ იგივე - მიიღონ უფლება თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მათ აკრძალონ სახის დაფარვა“ - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
მთავრობამ ამავდროულად აღიარებს, რომ სახის დაფარვამ შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები და დაუშვებლად მიიჩნევს ქალების სახის დაფარვას. ფედერალურმა საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ "ეს დასჯადია" და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე ან ფულად ჯარიმას.
მანამდე შვეიცარიის რამდენიმე კანტონმა ხმა მისცა ბურკის აკრძალვას საზოგადეობრივ ადგილებში. კერძოდ ესეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა სანქტ-გალენსა და ტიჩინოში. ხოლო ციურიხისა და ზოლოტურნის კანტონებზე ეს წინადადება უარყოფილი იქნა.