თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
უწყების ცნობით, ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გავიდა.
დამწვარია დაახლოებით 120 კვ.მ. ფართობი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.