საქართველო ევროპის იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც ლგბტ თემის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.
rainbow-europe.org-ის მონაცემების მიხედვით, რეიტინგში საქართველოს 25.87% აქვს მინიჭებული და ამ მაჩვენებლით, ის სიაში 33-ე, დამაკმაყოფილებელ პოზიციაზეა.
რეიტინგის სათავეშია მალტა (91.04%), მეორე ადგილზეა ბელგია (78.76%), მას მოსდევს ნორვეგია (77.74%), შემდეგ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო (73.48%), ხოლო მეხუთე ადგილს იკავებს ფინეთი (73.27%).
ლგბტ თემის მიმართ ყველაზე არამეგობრული ქვეყანა აზერბაიჯანია (4.70%), შემდეგია სომხეთი (7.20%), შემდეგ პოზიციას იკავებს თურქეთი (8.60), თურქეთზე ოდნავ უკეთესი შედეგი აქვს მონაკოს (9.76), მას მოსდევს რუსეთი (10.90%).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე კარგი შედეგი აქვს. ის ასევე უსწრებს ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინას, ლიეტუვას, პოლონეთს, ლატვიას, მოლდოვას, ბელარუსს, ლიხტენშტეინსა და სან მარინოს.
ცნობისთვის, გეი მეგობრული (Gay-friendly) არის ადგილი, პოლიტიკა, ხალხი ან ინსტიტუტები რომლებიც მიესალმებიან გეი ურთიერთობას. (ყველა ადამიანის მიმართ რომელიც მოიხსენიება ლგბტ საზოგადოებაში) ისინი ცდილობენ, რომ შექმნან გეი მხარდამჭერი და მათი ურთიერთობების ხელშემწყობი გარემო, სადაც ყველა ადამიანს ექნება თანაბარი უფლებები, ყველა ადამიანს ექნება ურთიერთპატივისცემა, ყველა ადამიანი მოეპყრობა ერთმანეთს თანასწორად და ადამიანები არ განიკითხავენ სხვებს.
ეს ტერმინი ჩამოყალიბდა XX საუკუნის ბოლოს სამხრეთ ამერიკაში და სწორად გატარებულმა პოლიტიკამ მოიცვა ყველა სფერო, დაწყებული საგანმანათლებო დაწესებულებით და დამთავრებული სამუშაო ადგილებით, სადაც ხალხის უმეტესობა გახდა გეი ადამიანების მიმართ მიმღები.