„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში ხვალ, 12 ივნისს 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
თემა: ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები.