ჩიკ კორია 77 წლის გახდა. დღეს არმანდო ენტონი "ჩიკ" კორიას დაბადების დღეა. ამერიკელი ჯაზ პიანისტი, ვირტუოზი კლავიშისტი და კომპოზიტორი 1941 წლის 12 ივნისს დაიბადა.
მისი კომპოზიციებიდან ბევრი ჯაზის სტანდარტად არის აღიარებული. არის გრემის ჯილდოს არაერთგზის მფლობელი. 1960-იან წლებში იყო მაილს დეივისის ბენდის წევრი და მონაწილეობდა ელექტრონული ჯაზ ფიუჟენის მოძრაობის შექმნაში.