ქართველი პოლიტოლოგის, დიპლომატის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. ალექსანდრე რონდელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1991-1996 წლებში ალექსანდრე რონდელი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე, 1997-2001 წლებში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წლებში ალექსანდრე რონდელმა სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში - ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში(პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მიწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში(აშშ), 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში(აშშ), 1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974).