თბილისში, ივანე ჯავახიშვილის #82-ში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამონგრა.
მომხდარის შედეგად 41 წლის მამაკაცი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივანი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც ის აივანზე იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ბრიგადა მუშაობს.