გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 – 11 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
8 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. 9 – 11 ივნისს წვიმა და ელჭექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.