თბილისში, მანჯგალაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.