7 ივნისს, სასტუმრო „რუმს თბილისში“, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრები 2018-2019 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაში შესატან ვალდებულებებს შეაჯამებენ.
ახალი სამოქმედო გეგმა მოიცავს 7 ამბიციურ ვალდებულებას; თითოეული აერთიანებს მრავალ ამოცანას, რომელთა განხორციელებაც საქართველოს პარლამენტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.
საპარლამენტო ღიაობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის შემოთავაზებული იდეები შეგროვდა საქართველოს შვიდ ქალაქში – თელავი, რუსთავი, მარნეული, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, თბილისი – გამართული საჯარო კონსულტაციების დროს 2018 წლის მარტსა და აპრილში. ახალი სამოქმედო გეგმა ასევე მოიცავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო სექტორისა და ახალგაზრდების მიერ (კონკურსი - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“) შეთავაზებულ ვალდებულებებს.