პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ქუთაისის პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდა. თუმცა, მათ ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრეს.
„მართლა არაფერი ხდება, წინა პარლამენტში, ყოფილი თავმჯდომარე თუ შემოვიდოდა, აუცილებლად დავხვდებოდი, ხელს ჩამოვართმევდი და ყავით გავუმასპინძლდებოდი. ახლაც მხოლოდ ამასთან გვაქვს საქმე, მეტი არაფერი. მე პარლამენტის შენობაში მიწევს ხოლმე შემოსვლა სხვადასხვა თემებზე. დღეს ტექნიკურ საკითხზე ვარ, მართლა ასეა,“ –განაცხადა დავით უსუფაშვილმა.