ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 27–ე საჯარო სკოლის ყოფილი შენობა ქვეწარმავლების ბუდედ გადაიქცა. სკოლის მდებარე ტერიტორია მთლიანად დანაგვიანებულია. ადგილობრივების თქმით, აქ მოდიან სვამენ და სკოლის შენობა ბორდელად არის ქცეული. მათივე თქმით, სკოლა 2008 წელს გაუქმდა იმ მოტივით, რომ მის ნაცვლად რაგბის სკოლა გაიხსნებოდა, თუმცა სკოლის ნაცვლად იაფასიანი ბორდელი გაიხსნა.
გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები „ჯი-ეიჩ-ენთან" ჰყვებიან, რომ ყოფილი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ საღამოს საშინელი ხმაური და საქმის გარჩევები ისმის.
"საშინელი ხმა გამოდის, საშინელ მდგომარეობაში ვართ, რამდენჯერმე პოლიციაც კი გამოვიძახეთ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ჩვენი მოთხოვნაა ამ ქუჩის დასახლებას მოგვაქციონ ყურადღება. სკოლის ტერიტორია ძალიან ლამაზი იყო მაშინ, როდესაც სკოლა ფუნქციონირებდა, ახლა კი გადაიქცა ლოთობის, საქმის გარჩევის ადგილად“, -აცხადებენ გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებლები.