გუშინდელი მიწსიძვრის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის შენობაში ბზარები გაფართოვდა. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. ნინო ლომჯარია საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების დრებით „შეფარებას“ სთხოვს.
“მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით”, წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ოფისი ნინო რამიშვილის #6-ში განთავსებული.

