5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა ამ დღესთან დაკავშირებით,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტებმა #84 -ე საჯარო სკოლის მოსწავლებთან ერთად, „წითელ ბაღში „ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს.
მობილური ექსპრეს ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სპეციალისტებთან ერთად კვლევებში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ და ადგილზე განისაზღვრა დამაბინძურებელი კონცენტრაციები.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ქონდათ პირადად მიეღოთ მონაწილეობა სინჯების არების პროცესში და ასევე ჰაერის დაბინძურების ატომატური სადგურის მუსობის პროცესს გაცნობოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ მოსწავლეებსა გრემოს დაცვის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, ჰაერის დაბინძურებასა და მის გამომწვევ მიზებზე ესაუბრა.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. 2018 წლის ლოზუნგი-“პლასტიკის გამოყენების შემცირება“
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.