4 – 5 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 6 – 7 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 6 – 7 ივნისს +28, + 33 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში, 4 – 5 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
6 – 7 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 – 5 ივნისს +26, +28, ხოლო 6 - 7 ივნისს +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.