აქცია სახელწოდებით „ნუ მომკლავ!“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართა. აქცია შეკვეთილში, ქართული ოცნების თავმჯდომარის ეზოსთან, მოეწყო.
აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მოზარდების მკვლელობა დროულად და ობიექტურად გამოიძიოს.
ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკრებილები აცხადებენ, რომ სისტემის მთავარი მმართველი ყოფილი პრემიერია.