რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები, კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
inforustavi-ს ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ცენტრალურ და შიდა კვარტალურ გზებზე ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. დატბორილია ე.წ სტამბულის ბაზარის ტერიტორია.
ძლიერი წვიმა რუთავში დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე წვიმს.