შსს-ს განზრახვა იყო სწორედ ეს, ზაზა სარალიძე ჰყავდეთ თავიანთი დაცვის ქვეშ იმ მოტივით, რომ აქციაზე არის მოჭარბებული საფრთხე ზაზა სარალიძისთვის, უბრალოდ არ მიუშვან აქციაზე და იგი იყოს იზოლირებული საზოგადოებიდან, მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის შესაძლებობა. ბუნებრივია, პროგრამაში ჩართვაზე ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა, - ასე გამოეხმაურა უფლებადამცველი ზვიად კუპრავა შსს-ს მიერ სარალიძის მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შეთავაზებას.
როგორც კუპრავა განმარტავს, სარალიძის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთალიანდ სახელმწიფოს ეკისრება.