ტყიბულში, შახტში ორი მუშა დაიღუპა. როგორც ირკვევა, აღნიშნული შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის შახტებში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.