თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირის გზის ორივე ნაწილი გადაკეტეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გზის გადაკეტვის საშუალება მცირე ხმაურის შემდეგ მისცეს.
ცნობისთვის, პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.