საქართველოში საჯარო მოწევის აკრძალვის შესახებ კანონს, არ იცავს ობიექტების 8%. იუწყება თამბაქოს კონტროლის ალიანსი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ შეამოწმა 500 ობიექტი, მათ შორის რესტორნები, კაფეები, ადმინისტრაციული შენობები, თეატრები და სხვა საჯარო ადგილები.
ბახტურიძე აღნიშნავს, რომ "თუ კანონის დარღვევის ფაქტები ორგანიზაციებში განმეორებით გამოვლინდება, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები იძულებულნი გახდებიან ჩართონ უფლებამოსილი ორგანოები".
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში 1 მაისიდან აიკრძალა.
თამბაქოს მოწევა დაშვებულია მხოლოდ სახლში, კაზინოში, ქუჩაში, ბარისა და რესტორნის ღია ტერასებზე, ციხეში და ფსიქიატრიულ კლინიკაში.