აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
ისინი სკანდირებდნენ „წადი, წადი“.
კვირიკაშილმა აქციაზე რამდენიმე წინადადების თქმა შეძლო: „"პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ჩალის ფასია თანამდებობა და კაბინეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს"..., რის შემდეგაც აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე „წადი, წადი!“ სიტყვის გაგრძელება ვერ შეძლო. პრემიერ-მინისტრი აქციიდან დაცვამ გაიყვანა.