ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაშავებული პოლიციელი შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას მუცლის არეში ზედაპირული ჭრილობა აქვს.
ექიმების განცხადებით, ამჟამად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი გაეკიდა ბოროტმოქმედს, რომელმაც ზუგდიდში ოქროს ბირჟა გაძარცვა.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა გაძარცვეს. შემთხვევის ადგილიდა წაღებულია დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.