7 მაისს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში სანაღვლე გზების, ღვიძლის და პანკრეასის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდება.
კონსულტაციებს ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგი, ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი კახაბერ ქაშიბაძე და ჰეპატოლოგი სოფიო ბერიძე ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულ ლაბორატორიულ/ინსტრუმენტულ კვლევებზე პაციენტებს 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.
ჰეპატო-ბილიარული სისტემის დაავადებების მაჩვენებელი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მათი დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა გამოჯანმრთელების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი საქართველოში პირველი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც 2014 წლიდან დღემდე ღვიძლის გადანერგვის 16 ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა.
ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან და ჰეპატოლოგთან მიღება 11:00-დან 17:00 სთ-მდე გაგრძელდება. მის: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №125
(R)