რეალითი შოუს ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი გუშინ სომხეთში მომხდარ მოვლენას „ისტორიულ დღეს“ უწოდებს. ამის შესახებ ის თავის Twitter-ზე წერს.
„ძალზე შთამაგონებელია ხედავდე, როცა მთელი სომხეთის მოსახლეობა მშვიდობიანი პროტესტის ფორმით გაერთიანდა ცვლილებების გამო. ეს ისტორიული დღეა სომხეთისთვის“ - წერს კარდაშიანი.
მან ასევე ატვირთა თავისი ფოტოსურათი ხანგდაზმულ სომეხ ქალბატონთან ერთად გადაღებული, რომელიც მისივე სიტყვებით გამოხატავს "სომეხი მოსახლეობის გულს".
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო.
მოგვიანებით, სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, ნიკოლ პაშინიანმა პრემიერის ხალხის მიერ დანიშვნა დააანონსა.