ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ახალციხის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 100 ჰექტარი მიწის ფართობი.
სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ კლდეში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 1 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.
საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში 51 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.
შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.
(NS)