ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შემთხვევის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მათივე ცნობით, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.