სენაკში, ერთ-ერთი ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან ჩვილის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის გაზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით, უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია.