ჩამოვიდეს, დავხვდებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ თავისი ჩამოსვლით და გააქტიურებით “გვაშინებს”.
„თუ ამ თემაზე სერიოზულად ვისაუბრებთ, საქართველო ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება. რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება ავიწყდება, რაც ჩვენს ქვეყანას მაშინდელმა ხელისუფლებამ თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება და თავისი ჩამოსვლით, გააქტიურებით “გვაშინებს”. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო ნეგატიურ წარსულს და იმ ბოროტებას არასდროს დაუბრუნდება”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.