ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მასსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა ეს ადამიანი".
"ვერავინ გაიგო რატომ წამოხტა ეს ადამიანი, რატომ დაიწყო გინება. ეტყობა ”ქართული ოცნების” ახალი სტანდარტია შეხვედრებზე ჩხუბი და გინება, რათა ყველა შეხვედრა ჩაშალონ. ხელისუფლებამ დაკარგა საკუთარი სახე", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე და პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.