"არანაირ კომპრომისმზე არ ვაპირებ წასვლას და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის და მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც უსამართლო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს. აუცილებად ვეცდები ჩემი საქმით დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა", - ამ სიტყვებით წარდგა სასამართლოზე ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში ბრალდებული "ბახალა" იგივე გიორგი გიორგანაშვილი.
მის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომა ჩატარდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა წინასასამართლო სხდომა 26 მაისს 11:00 საათზე ჩანიშნა