თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას მართლმსაჯულება ელოდება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დაბრუნების შემთხვევაში სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში საკანი ელოდება, სადაც, მისი პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებს აღარ აწამებენ და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი პირობებია.
„თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას მართლმსაჯულება ელოდება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი თუ აცნობიერებს რამე პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი ქვეყნის კანონების პატივისცემას და დაბრუნების შემთხვევაში, მას რაც ელოდება, ეს არის მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანება და პენიტენციურ დაწესებულებაში საკანი, სადაც, მისი პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებს აღარ აწამებენ და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი პირობებია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.