კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე “გოლფის" მარკის ავტომობილი ხრამში გადავარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.