ბათუმში, პუშკინისა და საბჭოს ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიები პუშკინის და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში თითქმის ყოველდღიურად ხდება.