ბათუმში, თაყაიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, დაშავებულია ფეხმძიმედ ქალი, იგი სასწრაფო დახმარების ექიმებმა საუნივერსიტეტო კლინიკა "ბაუში" გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, ქალის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, საფრთხე არც ნაყოფს ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.