ბორჯომის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
თავმჯდომარეობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგიჩაიშვილია.
კენჭისყრა ფარული იქნება და თავმჯდომარის ასარჩევად 15 დეპუტატის ხმაა საჭირო.
თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, საკრებულოს წევრები კიდევ ორ საკითხს, მერიის თანამშრომლების ხელფასებისა და ფრაქციების დარეგისტრირებას განიხილავენ.
ცნობისთვის, 28 მარტს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.