ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, დედა-შვილს მოტეხილობები არ აღენიშნებათ, თუმცა, მკურნალობა უტარდებათ.
ცნობისთვის, დედა-შვილს ზებრაზე გადასვლისას ავტომობილი დღეს დაეჯახა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.